Sunday, May 1, 2011

ყოველთვის მიჭირს პოსტის დაწყება , ამიტომ არ დავიწყებ ისე დავიწყებ ! ) 
 კვირას სოფელში წავედი , მარშუტკაში გაუნძრევლად ნახევარი საათის ჯდომის  შემდეგ როგორც იქნა აგუგუნდა მატორი და წავედით . წვიმდა. თავი მინაზე მედო მიუხედავად იმისა რომ ჩემს ისედაც რამდენიმეუჯრედიან ტვინს კიდევ აკლდებოდა უჯრედები ) ჩემი ტვინის შემადგენლობაში შესული რამდენიმე უჯრედის გამო ეს ვერ მოვტვინე და მარშუტკიდან ჩამოსვლისას თავი საშინლად მტკიოდა. მაგრამ ეს მერე იყო. იქამდე ბიძაჩემა დიდი ამბით ჩამიჩურთა ისედაც გატენილ ჩანთაში ფრანგული ნოველები რომელიც "რენეთი" იწყებოდა , ვითომ არ იცის რომ მარშუტკაში კითხვას ვერ ვიტან , ნინო ჩხეიძის ფონზე : | სოფელში კიდევ დარწმუნებული ვარ ეს და სხვა მრავალი წიგნი ისედაც მელოდა ) ასე რომ ჩემს ისედაც საცოდავ და გატენილ ჩანთას კიდევ ერთი არც თუ ისე მსუბუქი ნივთი შეემატა რამაც რაღა თქმა უნდა ხელი შეუწყო ჩემი აყირავების ალბათობას რომელსაც შემეგ მიზეზები მოყვებოდა : არა ჩანთის ბრალი კი არ იყო , და მე კი არ ვარ დებილი და გაუწონასწორებელი უბრალოდ მარშჲტკიდან ჩამოსვლისას ვიღაც გრძელფეხებამ ფეხი დამიდო და წავიქეცი . ისე ამ წინადადებით თუ ვიმსჯელებთ მეც ბევრი წამიქცევია ... მარშუტკში ჩემი ძველი შეყვარებულის შეყვარბულზე ვფიქრობდი ( ამ ბოლო დროს გოგონები მიტაცებს ) დაწვრილებით ავაღწერინე ნიკას მისი გარეგნობა : თათა ქვია , ყავისფერი თვალები და გრძელი თმები აქვს , ჰო კიდევ ისიც დაამატა საყვარელიაო და ამით შემოიფარგლა. მე დავფიქრდი და რაღაც ამდაგვარი მივიღე : 


თათა : ერთადერთ ადამიანს ვიცნობ ვისაც თათა ქვია , ჩემს სოფელში ცხოვრობს , მეშვიდე კლასელია და ქაჯი ) 


ყავისფერი თვალები : ჰმმ საქართველოს 55 პროცენტს ყავისფერი თვალები აქვს , ისეთი არაფერი . 


გრძელი თმა : მაშჳნვე ჩემი კლასელი მარი გამახსენდა , წითურია და მიუხედავად ჩემი უზომო სიყვარულისა წითურების მიმართ ჩემი სიმპათია მაინც ვერ დაიმსახურა . 


საყვარელი ? საყვარელი მეც ვარ . ნუ ხანდახან ) 


დასკვნა : ისეთი არაფერი . 
სახე : ბედნიერი


  ჰო სოფელში ერთი კვირა გაჩერდი დღეს 4 საათზე ქუჩა ჩამოვირბინე ჩემი ბარგის სიმძჳმის და ჩემი გაუწონასწორლობის მიუხედავად არ წავქცეულვარ და არც გრძელფეხება შემხვედრია არავინ თუ იმას არ ჩავთვლით რომ სარკეში გამოსვლამდე სარკეში 2-ჯერ ჩავიხედე . გაჩერებაზე არავინ იდგა . წვიმდა. მარშუტკაჳს როგორც იქნა ჩავჯექი წინ ორი ადგილი იყო თურმე დაკავებული ჰმ ! რატომ არ მქონდა ბილეთი... ვიღაც გოგოს მივუჯექი უკან ტელეფონი ეჭირა ხელში შევხედე და რაღაც გულის ფორმის სმაილი ეკრო , ნიკა ეწერე (ჰმ კაკ ბანალნა) მაშინვე დაკვირვება დავუწყე : ყავისფერი თვალები , თმა არც ისე მოკლე ქონდა თუმცა ხვეული  მე რატომღაც სწორთმიანი წარმოვიდგინე .. საყვარელისაც არაფერი ეტყობოდა .. მე მაინც დავიჯერე რომ თათა იყო და  წავიბურტყუნე : " ბიჭი ჯობია " ( იშო კაკ ბანალნა ) მერე ვიღაც გოგო ამოვიდა გადასაწევი სკამებიღა იყო დარჩენილი , ვაიმე რა ლამაზი იყო :| მართლა მომეწონა უკან წამოვიდა სკამი გადავუშალე , დაჯდა (მე მეგონა მადლობას მომიხდიდა ) არადა არ ჩანდა ნაგლი საყვარელი იყო ! მერე უკან გადაჯდა და მისი ტონის მიხედვით შეხედულებებიც შემეცვალა . მერე ერთიორს გული აერია , ზოგი ახველებდა , ხოგი ტელეფონზე ლაპარაკობდა და ასე ჩავაღწიე სახლამდე . ჩასვლისას როცა უკვე ვფიქრობდი რა კარგია დღეს არაფერი მომივიდა თქო ვიღაცას წამოვკარი ფეხი და დავეცი , გვირილა გამეჭყლიტა არადა მამიდას შევპირდი ჩამოგიტან-თქო . წიგნი რა თქმა უნდა იქ დამრჩა .. იქნებ ვინმეს ერთდროულად მოუნდეს რენეს წაკითხვა ? რა კეთილი ვარ .
წავედი მე .. 
მუხლი მტკივა : \ 

No comments:

Post a Comment