Saturday, April 23, 2011

შუაღამეა ეხლა )) ნანუსთან არ დავრჩი და გაბრაზებულია სავარაუდოდ ხვალ დაბგვერილი დამელაპარაკება მარა აარაუშავს )) კარები ფრთხილად მოვხურე და ოთახში შევიპარე ) ეხლა კიტრის მწნილი მიდგას გვერდით და ამოუსუნთქავად ვჭამ : დ წავედი მე ))

Thursday, April 21, 2011

უბრალოდ თეთრი ბლოგი მინდა : | მერამდენედ გავაკეთე და ბოლოს მაინც ვარდისფერი გამოდის 

Sunday, April 10, 2011

To do list

To Do List : 


ასე ვიჭრი ! 
- კვირაში ორჯერ მაინც უნდა დავდო პოსტი . 
- მომავალ კვირას კაბა უნდა ვიყიდო (იმდენია არ დამავიწყდება) 
- თმა უნდა შევიჭრა ! (გადაწყვეტილია და გასაჩივრებას არ ექვემდებარება, ენა რო ქონდეს ამ თმას შემაგინებდა ისე ვუვლი )) 
- უი წითელი შარვალიც უნდა ვიყიდო ! (პეკინზე ვნახე ორი კვირის წინ და ლამის იქ დავრჩი მაგრამ კეტები ვიყიდე წითელი და  ,, თეთრ კეტებს რომ ვიყიდი იმ შარვალსაც მივაყოლებ ! ^.^ ) 
- აღარ უნდა ვუყურო "ლოლ"-ს ! დავიზეპირე ) 
- უნდა ვიმეცადინო ! 
- 2-9 მაისი არ უნდა დამავიწყდეს . 
- და გაკვეთილები უნდა ვისწავლო ! 


რისთვის დავწერე ამდენი , ნახევარს მაინც არ შევასრულებ და .. : | 

SHIT !

ეს ნანუა 
დღეს დილით ეკლესიიდან რომ მოვედი გავთბი და ვჭამე მე და მამიდა წავედით კინოში რაპუნცელზე : ) კარგი იყო ,  ქამელეონი მომეწონა ყველაზე ძალიან <3 :დ მერე ნანუმ დამირეკა და ჩავედი , ნაყინს ვჭამდით და დედამისი შემოვიდა , პლედის ქვეშ დავმალეთ :დ ვერ მიხვდა )) მერე ნანუ ამოვიდა ჩემთან და ფილმს ვუყურებდით ,, მამიდა შემოვიდა და თამადაში წაგვიყვანა :დ პაპას დაბადების დღეზე ტორტი უნდა მიგვეტანა და ჩაგვტოვეს : დ  მერე ნანუ სახლში წავიდა და მე ვზივარ ეხლა კომპიუტერთან )) 

პ.ს ისე ასეთი პოსტის დაწერას ჯობდა სულ არ დამეწერა *
პ.პ.ს მგონი მაინც არავინ კითხულობს და .. ) 

Tuesday, April 5, 2011

ორშაბათი

წესით ფსიქოლოგთან უნდა ჩავსულიყავი მაგრამ რომ ჩავედი არავინ არ დამხვდა , პრინციპში ჩემი ბრალი იყო ნატო ერქვა და მაიკოს ვეძებდი .. თან ცოტა არ იყოს მეზარებოდა . ყველაზე ძალიან რასაც ვერ ვიტანდი ბლოგებში ის გავაკეთე ფლეისითი )) მინდოდა და იმიტომ დიახაც ! არა მთლად საშინელებაც არაა რომ შედიხარ მაშინვე არ გეცემა ყურებში სიმღერა ,  თავისთვის დევს მშვენიერი შავი მპ3 და ელოდება როდის ჩართავ . ოგო . ხო სულ სირბილით მომიწია სკოლიდან მაღაზიამდე მისვლა ლოლას მივსდევდი , მაგრამ მისი კვალიც ვერსად ვიპოვნე : | სულ მაღაზიაში გდია და ეხლა მოუნდა პირდაპირ სახში ასვლა : | სტუმრები მყავდა კვირას , მოვიდნენ თუ არა ნანუსთან გავიქეცი "dear john" ისთვის უნდა გვეყურებინა მაგრამ მანამ გადმოწერდა პოპკორნი გავათავეთ და .. უფრო სწორად კი არ გავათავეთ ნიკოლა ხელს ატყაპუნებდა შიგნით და სულ დაბლა დაყარა  : || მერე ბებიაჩემისას ვუყურეთ , ნანუმ ჩაი მოიტანა . ცხელი იყო : | პირი დამეწვა და მერე კინაღამ ხელიც , ხელი ნინიკოლას დაუდევრობის გამო (ოგო) კოვზით სვამდა და იმდენი დაღვარა ბოლოს "პოდნოსი" შევუდგით : დ 

სამშაბათი 

ფანჯარაში გავიხედე  , მოჯმული ამინდი იყო დავეხეთქე ისევ საწოლზე და ვფიქრობდი მიზეზს , რატომ ვერ წავალ დღეს სკოლაში . ყელის ტკივილის მეტი ვერაფერი მოვიფიქრე და ბებიაჩემმა გამოსავალი იპოვნა : | მალინიანი ჩაი დალიე ორ წუთში მოგირჩებაო , არ შევწინააღმდეგებივარ იმიტომ რომ 
1. მალინიანი ჩაი ნამდვილად არ მაწყენდა 
2. ახალი მიზეზის მოფიქრების არც დრო მქონდა და არც-ნერვები 
3. ბებიაჩემი გამოსავალს მაინც იპოვნიდა 
პირი რა თქმა უნდა დამეწვა იმიტომ რომ ჩემს ჭიქაში მოთავსებულმა დამუშავებულმა რკინის ნაგლეჯმა სითბო რატომღაც ვერ შეიწოვა და დავდივარ ეხლა ენადათუთქული )) 
   დღეს როგორღაც მივაგენი  იმ ნატო ფსიქოლოგს , შე კაი ადამიანო სადღაც რო მიშვებ ან ის არ უნდა გააფრთხილო ან მე ? სულ არ იცოდა ვინ ვიყავი და რატომ შევვარდი მის კაბინეტში გიჟივით . ჩემი აზრით უნდა გაეფრთხილებინა დირექტორს . როგორც წინა შემთხვევაში სამი ოტხი სიტყვა გადააბა ერთმანეთზე და ხვალისთვის დამიბარა - დალაგდი და ისე მოდიო.  დალაგებული რომ ვიყო და შემეძლოს მაგასთან კი არ გამიშვებნდენ ბლინ : |  ქართულზე მძელურმა ნერვები მომიშალა და მიიღო (მმ) ხვალისთვის სასწავლი არაფერი მაქვს ამიტომ ვზივარ მთელი დღეა კომპიუტერთაბ და ასეც გავაგრძელებ ,, ბლა ბლა ბლაააა წავედი ) 

Saturday, April 2, 2011

Hello , Goodbye

დროის ნერვების და აზრის არქონის გამო : გამარჯობათ , და ნახვამდის .