Tuesday, April 5, 2011

ორშაბათი

წესით ფსიქოლოგთან უნდა ჩავსულიყავი მაგრამ რომ ჩავედი არავინ არ დამხვდა , პრინციპში ჩემი ბრალი იყო ნატო ერქვა და მაიკოს ვეძებდი .. თან ცოტა არ იყოს მეზარებოდა . ყველაზე ძალიან რასაც ვერ ვიტანდი ბლოგებში ის გავაკეთე ფლეისითი )) მინდოდა და იმიტომ დიახაც ! არა მთლად საშინელებაც არაა რომ შედიხარ მაშინვე არ გეცემა ყურებში სიმღერა ,  თავისთვის დევს მშვენიერი შავი მპ3 და ელოდება როდის ჩართავ . ოგო . ხო სულ სირბილით მომიწია სკოლიდან მაღაზიამდე მისვლა ლოლას მივსდევდი , მაგრამ მისი კვალიც ვერსად ვიპოვნე : | სულ მაღაზიაში გდია და ეხლა მოუნდა პირდაპირ სახში ასვლა : | სტუმრები მყავდა კვირას , მოვიდნენ თუ არა ნანუსთან გავიქეცი "dear john" ისთვის უნდა გვეყურებინა მაგრამ მანამ გადმოწერდა პოპკორნი გავათავეთ და .. უფრო სწორად კი არ გავათავეთ ნიკოლა ხელს ატყაპუნებდა შიგნით და სულ დაბლა დაყარა  : || მერე ბებიაჩემისას ვუყურეთ , ნანუმ ჩაი მოიტანა . ცხელი იყო : | პირი დამეწვა და მერე კინაღამ ხელიც , ხელი ნინიკოლას დაუდევრობის გამო (ოგო) კოვზით სვამდა და იმდენი დაღვარა ბოლოს "პოდნოსი" შევუდგით : დ 

სამშაბათი 

ფანჯარაში გავიხედე  , მოჯმული ამინდი იყო დავეხეთქე ისევ საწოლზე და ვფიქრობდი მიზეზს , რატომ ვერ წავალ დღეს სკოლაში . ყელის ტკივილის მეტი ვერაფერი მოვიფიქრე და ბებიაჩემმა გამოსავალი იპოვნა : | მალინიანი ჩაი დალიე ორ წუთში მოგირჩებაო , არ შევწინააღმდეგებივარ იმიტომ რომ 
1. მალინიანი ჩაი ნამდვილად არ მაწყენდა 
2. ახალი მიზეზის მოფიქრების არც დრო მქონდა და არც-ნერვები 
3. ბებიაჩემი გამოსავალს მაინც იპოვნიდა 
პირი რა თქმა უნდა დამეწვა იმიტომ რომ ჩემს ჭიქაში მოთავსებულმა დამუშავებულმა რკინის ნაგლეჯმა სითბო რატომღაც ვერ შეიწოვა და დავდივარ ეხლა ენადათუთქული )) 
   დღეს როგორღაც მივაგენი  იმ ნატო ფსიქოლოგს , შე კაი ადამიანო სადღაც რო მიშვებ ან ის არ უნდა გააფრთხილო ან მე ? სულ არ იცოდა ვინ ვიყავი და რატომ შევვარდი მის კაბინეტში გიჟივით . ჩემი აზრით უნდა გაეფრთხილებინა დირექტორს . როგორც წინა შემთხვევაში სამი ოტხი სიტყვა გადააბა ერთმანეთზე და ხვალისთვის დამიბარა - დალაგდი და ისე მოდიო.  დალაგებული რომ ვიყო და შემეძლოს მაგასთან კი არ გამიშვებნდენ ბლინ : |  ქართულზე მძელურმა ნერვები მომიშალა და მიიღო (მმ) ხვალისთვის სასწავლი არაფერი მაქვს ამიტომ ვზივარ მთელი დღეა კომპიუტერთაბ და ასეც გავაგრძელებ ,, ბლა ბლა ბლაააა წავედი ) 

No comments:

Post a Comment